Friday, March 8, 2013

ქართული ხალხური ზღაპრები და მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები



პროექტის  სახელწოდება: ქართული ხალხური ზღაპრები  და მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები
პროექტის მთავარი  იდეა: რა არის  ზღაპარი, როგორია  მისი შინაარსი და დასასრული.
პროექტში მონაწილეები: მესამე კლასი.გადანაწილდებიან 2 ჯგუფად.პირველი  ჯგუფი იმუშავებს ქართულ ხალხურ ზღაპრებზე.  მეორე ჯგუფი მსოფლიოს ხალხთა  ზღაპრებზე.
პროექტის განხორციელების  ვადები: 15მარტი----15 აპრილი.2013წ.



პროექტის მნიშვნელობა :  ბავშვებმა  გაიგონ რომ ზღაპარი უნერგავდა იმედს, სულიერ სიმტკიცეს, ხალისს და ენერგიას მატებდა რომ ბოროტზე კეთილს  გაემარჯვა.ზღაპარი არის ფანტასტიკური  ამბავზე  აგებული თხრობითი ნაწარმოები.ზღაპარი  ის გასაღებია, რომლის დახმარებით  შეიძლება ბავშვთა აზროვნებისა მეტყველების სათავეთა გახსნა.

·        გაიგონ როგორ მოაღწია  ჩვენამდე ხალხურმა ზღაპრებმა .
·         რა განსხვავებაა ხალხურსა და  ავტორის მიერ  დაწერილ ზღაპრებს შორის. 
·         მოიძიონ ზღაპრების  დასაწყისი  და დასასრული.
პროექტის  მოსალოდნელი შედეგი: წიგნის სიყვარული, კითხვის  ჩვევების  გამომუშავება, შემოქმედებითობის წერითი უნარ -ჩვევების განვითარება, ჯგუფურობა, თანამშრომლობა. ბოროტისა და კეთილის, ზარმაცისა  და ბეჯითის,მოხერხებულისა და უქნარას შორის პარალელის გავლება.
პროექტის რესურსი: რვეული, პასტა  ფორმატი , წიგნები,  ინტერნეტი, ილუსტრირებული წიგნები.
პროექტის მსვლელობა: მოტივაციის გაღვივება ქართული ხალხური ზღაპრის  ,,ცისკარას“ნახვა. ზღაპრებზე შექმნილი მულტ ფილმების მოძიება და ნახვა.
საგნებთან კავშირი: ქართული, ხელოვნება.
პროექტის  შეფასება:  განმავითარებელი შეფასებები ყოველი კვირის ბოლოს .საჭიროების შემთხვევაში  დამატებითი რეკომენდაციები.  მოეწყობა  კითხვა პასუხის საღამო ,,ზღაპარ იყო- ზღაპარ იყო“  ნახატების  გამოფენა:  ჩემი საყვარელი ზღაპრის გმირები.
პროექტის  ხელმძღვანელი:    ნინო  ადუაშვილი
ხელმძღვანელის ელ ფოსტა: ninoaduashvili53@gmail. com