პროექტის სახელწოდება:
ქართული ხალხური ზღაპრები და მსოფლიოს ხალხთა
ზღაპრები
პროექტის მთავარი
იდეა: რა არის ზღაპარი, როგორია მისი შინაარსი და დასასრული.
პროექტში მონაწილეები: მესამე კლასი.გადანაწილდებიან
2 ჯგუფად.პირველი ჯგუფი იმუშავებს ქართულ ხალხურ
ზღაპრებზე. მეორე ჯგუფი მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებზე.
პროექტის განხორციელების ვადები: 15მარტი----15 აპრილი.2013წ.
· გაიგონ როგორ მოაღწია ჩვენამდე ხალხურმა ზღაპრებმა .
·
რა განსხვავებაა ხალხურსა და ავტორის მიერ
დაწერილ ზღაპრებს შორის.
·
მოიძიონ ზღაპრების
დასაწყისი და დასასრული.
პროექტის მოსალოდნელი
შედეგი: წიგნის სიყვარული, კითხვის ჩვევების გამომუშავება, შემოქმედებითობის წერითი უნარ -ჩვევების
განვითარება, ჯგუფურობა, თანამშრომლობა. ბოროტისა და კეთილის, ზარმაცისა და ბეჯითის,მოხერხებულისა და უქნარას შორის პარალელის
გავლება.
პროექტის რესურსი: რვეული, პასტა ფორმატი , წიგნები, ინტერნეტი, ილუსტრირებული წიგნები.
პროექტის მსვლელობა: მოტივაციის გაღვივება ქართული ხალხური
ზღაპრის ,,ცისკარას“ნახვა. ზღაპრებზე შექმნილი
მულტ ფილმების მოძიება და ნახვა.
საგნებთან კავშირი: ქართული, ხელოვნება.
პროექტის შეფასება: განმავითარებელი შეფასებები ყოველი კვირის ბოლოს
.საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რეკომენდაციები. მოეწყობა
კითხვა პასუხის საღამო ,,ზღაპარ იყო- ზღაპარ იყო“ ნახატების
გამოფენა: ჩემი საყვარელი ზღაპრის გმირები.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო
ადუაშვილი
No comments:
Post a Comment